ავტორიზაცია

cancel icon დახურვა
phone icon კონტაქტი
en ge
cancel image
დაგვიკავშირდით
სურვილების სია 0
0 პროდუქცია

როგორ შევიძინოთ

ვებგვერდზე პროდუქციის შეძენისთვის ვებგვერდზე უნდა იყოთ დარეგისტრირებული. 


რეგისტრაციის ინსტრუქცია

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ვებგვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკს "პროფილი".

ზემოდან ჩამოიშლება ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ Google-ით შესვლა სისტემაში, ან ელ. ფოსტით და ტელეფონის ნომრით რეგისტრაცია. ამისთვის მარჯვენა ქვედა კუთხეში უნდა დააჭიროთ "რეგისტრაცია" ღილაკს:

რეგისტრაციის ფორმაში უნდა შეავსოთ:

  • სახელი გვარი;
  • ტელეფონი;
  • ელ. ფოსტა;
  • პაროლი;
  • დაეთანხმოთ ვებგვერდის წესებს და პირობებს. 

პროდუქციის შეძენის ინსტრუქცია

ვებგვერდზე წარმატებით დარეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში ისევ მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული ღილაკიდან "პროფილი".

ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მენიუდან აირჩიოთ სასურველი კატეგორია და ამ კატეგორიაში აირჩიოთ სასურველი პროდუქცია. 



პროდუქტის გვერდიდან შესაძლებელია სასურველი პროდუქტის კალათში დამატება. კალათში დამატებისთვის, აუცილებელია ჯერ აირჩიოთ პროდუქტის სასურველი ზომა. 


ვებგვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ კალათის ღილაკზე დაჭერით გადახვალთ კალათის გვერდზე სადაც შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ პროდუქცია. 


ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის, კითხვის ან/და დახმარებისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: Ingarderobe@gmail.com, ან დაუკავშირდით ჩვენს ოფისს სატელეფონო ნომერზე: (+995) 591 373 373.

ყველა სახის შეტყობინება გეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.

თქვენს მიერ ელექტრონული ფოსტის ცვლილების შემთხვევაში უნდა გვაცნობოთ წერილობით, ნებისმიერი შენაძენის გაკეთებამდე, ან დააფიქსიროთ ელ.ფოსტის მისამართის ცვლილება თქვენს ანგარიშში.